„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.
„მივესალმები ნიკა მელიას მოწოდებას. თუ რადიკალური ოპოზიცია, კოლექტიური ნაცმოძრაობა დატოვებს პარლამენტს ეს იქნება უკეთესი პოლიტიკური პროცესების სწორი მიმართულებით განვითარებისთვის. ასევე, შემდეგ პარლამენტში, როდესაც ნაცმოძრაობა კიდევ ერთხელ წააგებს არჩევნებს, კარგი იქნება თუ ისინი არ შემოვლენ პარლამენტში. ჩვენ ყველანაირად წავახალისებთ მათ არშემოსვლას პარალემენტში. ეს არის აუცილებელი იმისათვის, რომ ჩვენთან ჩამოყალიბდეს კონსოლიდირებული დემოკრატიული სისტემა. ყველანაირი ფორმით შეგვიძლია წავახალისოთ მათი არშემოსვლა პარლამენტში, რაც ნაკლები ნაცი იქნება პარლამენტში, მით უკეთესი“, – აღნიშნა მან.
შეგახსენებთ, გუშინ მელიამ ენმ-ს მენეჯმენტს მიმართა კითხვით – რატომ არის „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში?

