პარლამენტში „ქართულ ოცნებასა“ და ოპოზიციას შორის დაპირისპირებაა.
დღევანდელი კამათი გუშინდელის გაგრძელებაა. გუშინდელ პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ წევრამ, ირაკლი ბერაიამ ოპოზიციონერ დეპუტატს, ტეონა აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.
აქუბარდიამ კი განაცხადა, რომ მას არაფერში სჭირდება ბერაიას ცალყბად ნათქვამი ბოდიში.
დღეს მმართველ პარტიას „გირჩის“ ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ მიმართა.
„ქართულ ოცნებაში“ ქალებთან ეგრე „ბაზარი“ მოსულა? მე ეგრე ველაპარაკო თქვენს ქალებს? უნდა გადადგეს [ირაკლი ბერაია], ეს მარტივი ამბავია. ახსნას რა თქვა და რას ნიშნავს „ყველგან ნამყოფი ენა“, – განაცხადა ხვიჩიამ.
ოპოზიცია ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბერაიას გადადგომას ითხოვს.
View this post on Instagram

