ოპოზიცონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ „ქართული ოცნების“ წევრის, ირაკლი ბერაიას შესახებ კომენტარი გააკეთა.
აქუბარდიას თქმით, ბერაიას ცალყბად მოხდილი ბოდიში არაფერს ნიშნავს და მან უნდა დატოვოს თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობის პოსტი.
„ის, რაც მან იკადრა და ისაუბრა ჩემი ქცევის მანერებზე, ეს იყო, რა თქმა უნდა, დისკრედიტაციის მიზნით და დისკრედიტაციას აქვს სხვადასხვა ფორმა, იქნება ეს პირადი ცხოვრების კადრების გამოქვეყნება, რაზეც ჯერ კიდევ არ დასრულებულა გამოძიება. ცალყბად ბოდიში ნამდვილად არაფერში მჭირდება, იმიტომ, რომ მან ახსნა მიზეზები, რის გამოც ეს იკადრა, რაც არ იხსნება და მეორე მხრივ, ის განცხადებები, რომელიც ამის შემდეგ ვნახეთ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ არ იყო ეს მხოლოდ და მხოლოდ ემოციიდან გამომდინარე და სწორედ ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ ის არ შეესაბამება იმ თანამდებობას, რაც მას უკავია“, – აღნიშნავს აქუბარდია.
შეგახსენებთ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.

