ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შეირგეთ ბერაიას ბოდიში… წესიერად მოიქეცით!“ – მამუკა მდინარაძე ოპოზიციას

„ქართული ოცნების“ წევრმა, მამუკა მდინარაძემ ოპიზიციას მიმართა.

მისი თქმით, ოპოზიციამ უნდა შეირგოს ბერაიას ბოდიში და წესიერად მოიქცეს.

„ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა. შეირგეთ ის ბოდიშიც, ის სწორი და ადამიანური დამოკიდებულება, რაც იყო გულწრფელი და როცა ქალ დეპუტატებს, ქალებს, სხვას, ქალებით რომ სპეკულირებთ და გენდერული რაღაც ნიშნით რომ აწებებთ ხოლმე, გამოაქვეყნებენ რაღაც შავ სიებში და აქ რომ რაღაცებს გაუშლით წულუკიანს, მაშინ იფიქრეთ, არის თუ არა ეს უფრო მეტი შეურაცხყოფა და მოღალატის ძახილი და ცოტა წესიერად მოიქეცით მართლა, ყველა“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

შეგახსენებთ, პარლამენტის გუშინდელ პლენარულ სხდომაზე ბერაიამ აქუბარდიას უსინდისო და მატყუარა უწოდა.

აქუბარდიამ კი განაცხადა, რომ მას არაფერში სჭირდება ბერაიას ცალყბად ნათქვამი ბოდიში. მან ბერაიას თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეობიდან ბერაიას გადადგომა მოითხოვა.

იტვირთბა....