ექიმები ამ დრომდე 9 წლის ბიჭის გადარჩენას ცდილობენ. გიორგი მარტიაშვილს გამჭოლი ჭრილობა თავის არეში აქვს. მოზარდს კისტის თოფიდან შემთხვევით გასროლილი ტყვია მოხვდა. ირკვევა, რომ ეზოში გამოსული ბავშვები თოფით თამაშობდნენ, რა დროსაც ერთ-ერთს ტყვია გაუვარდა და ის 9 წლის ბიჭს სახეში მოხვდა.
გიორგი მარტიაშვილის მდგომარეობა კრიტიკულია. ბავშვი კატასტროფის ბრიგადამ გურჯაანიდან თბილისში გადმოიყვანა. ბიჭი ამ დრომდე კომაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. ახლა უნდა გაირკვეს, როგორ აღმოჩნდა მცირეწლოვნის ხელში კისტის თოფი. ერთ-ერთი ვერსიით, ბავშვს თოფი დაბადების დღეზე ოჯახის წევრმა აჩუქა. მან კი მოიპარა და იარაღით თამაში გადაწყვიტა.
ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის სიუჟეტში.