საქართველოში ნიდერლანდების საელჩომ საქართველოს რეგიონებში დიდთოვლობის შედეგად დაზარალებულებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ნიდერლანდების საელჩოს სახელით გვსურს, თანაგრძნობა გამოვხატოთ ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობით დაზარალდა. იმერეთის, გურიის და სხვა დაზარალებული რეგიონების მოსახლეობას გამძლეობას ვუსურვებთ ამ სტიქიის გამკლავებისას და წარმატებას ვუსურვებთ ყველას, ვინც მათ დახმარებაშია ჩართული“, – აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღეა დიდთოვლობამ დასავლეთ საქართველოში ურთულესი მდგომარეობა შექმნა. უამრავი სოფელი ჯერ კიდევ მოწყვეტილია გარესამყაროს.