ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„დიდი ხანია პუტინს ვიცნობ და არ მჯერა, რომ თავის სიტყვას გატეხს, ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ზელენსკისთანაც“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან რუსეთისა და უკრაინის პრეზიდენტებთან თავისი დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა.

„მე ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ პუტინთან. ვფიქრობ, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს პრეზიდენტ ზელენსკისთანაც. ძალიან კარგად გავუგებთ ერთმანეთს. დიდი პატივისცემა მაქვს ზელენსკის მიმართ.

არჩევნებში რომ არ გაგვემარჯვა, არა მგონია ახლა პუტინთან ან ვინმე სხვასთან საუბარი ყოფილიყო შესაძლებელი. ვფიქრობ, პუტინი შეასრულებს თავის სიტყვას. დიდი ხანია მას ვიცნობ და არ მჯერა, რომ ის თავის სიტყვას გატეხს. მეორე საკითხი არის უკრაინის მიწების უკრაინისთვის დაბრუნება, რაზეც ვიმსჯელებთ. ვცდით, რამდენადაც შეგვიძლია, რომ მათ დაიბრუნონ თავიანთი მიწები, მაგრამ რაც შეეხება NATO-ს, ეს არ მოხდება“, – განაცხადა ტრამპმა.

შეგახსენებთ, დღეს უკრაინის ლიდერი, ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონში ჩავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ის ხელს მოაწერს შეთანხმებას აშშ-სა და უკრაინას შორის უკრაინის წიაღისეულის შესახებ.

იტვირთბა....