ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

სახალხო დამცველი „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტს შეისწავლის

საქართველოს სახალხო დამცველი, ლევან იოსელიანი, „ტვ პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას გამოეხმაურა.

„საქართველოს სახალხო დამცველი ეხმიანება ტელეკომპანიების „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტებზე თავდასხმას და მოუწოდებს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, მოახდინოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატაროს ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.

სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს აღნიშნულ ფაქტებზე მოხდეს მყისიერი რეაგირება და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლა არ გახდეს წახალისებული.

საქართველოს სახალხო დამცველი თავისი მანდატის ფარგლებში შეისწავლის მომხდარ ფაქტს“, – აღნიშნულია ომბუდსმენის განცხადებაში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია „ფორმულას“ ცნობით, ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვამ შაბათის „ფორმულას“ ჟურნალისტსა და ოპერატორს სცემა. გარდა ამისა, ჟურნალისტ ნოდარ მელაძის ინფორმაცით, ოთარ ფარცხალაძის დაცვა შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფსაც ფიზიკურად გაუსწორდა.

იტვირთბა....