ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

„ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა“ – ნოდარ მელაძე

ჟურნალისტი ნოდარ მელაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ „ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფს აშშ-ს მიერ დასაქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა.

„ოთარ ფარცხალაძის დაცვა თავს დაესხა, შაბათის ეთერის გადამღებ ჯგუფს, წაართვა სამაუწყებლო აპარატურა რომელსაც ამ დრომდე არ აბრუნებს.
შაბათის ეთერის აეროგადაღების კამერის დანახვის შემდეგ, ისინი თავდასხმაზე გადავიდნენ, წაართვეს ტელეფონი ჩვენს ჟურნალისტს Mariam Gaphrindashvili სავარაუდოდ ცდილობდნენ მობილურიდან, მისი პირადი ინფორმაციის და ტელეფონში შენახული კადრების მოპოვებას.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური • Special Investigation Service ჟურნალისტებზე თავდასხმის თაროზე შემოდებული საქმეების რიგში უნდა ჩაწეროთ ეს, თუ რუსეთის მოქალაქე ოთარ ფარცხალაძის დაცვაა თქვენთვის მთავარი.
საქართველოს პროკურატურა / The Prosecution Service of Georgia ზედამხედველობას ახორციელებს პროკურატურა და ველოდებით თქვენს რეაგირებას“, – წერს მელაძე.

იტვირთბა....