ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ჩემს მშობლებს ასეთი დანაზოგი არ აქვთ, საერთოდ არ მიმიღია ოდიშარიას სიტყვები მათ შეურაცხყოფად – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ წევრი, მამუკა მდინარაძე, თანაპარტიელ ბექა ოდიაშარიას გუშინდელ განცხადებას გამოეხმაურა.

მდინარაძის თქმით, მას შეურაცხყოფად არ მიუღია ოდიშარიას გუშინდელი კომენტარი, მიუხედავად იმისა, რომ მის მშობლებს დიდი დანაზოგი არასდროს ჰქონია.

„წარმოუდგენელია თქვენ როგორი ინტერპრეტაციაც გინდათ ის ეგულისხმა ბექა ოდიშარიას. იმიტომ რომ მაგალითად მე როდესაც მისი სიტყვები მოვისმინე, და მყავს პენსიონერი მშობლები, რომლებსაც არ აქვთ, სამწუხაროდ, რაღაც დანაზოგი, იმიტომ, რომ ვიღაცას აქვს, ვიღაცას არ აქვს. ასე თქვენ აყენებთ საკითხს, რომ პენსიონერი თუ არის აუცილებლად არ უნდა [ჰქონდეს], ვიღაცას აქვს. ჩემს მშობლებს, მაგალითად ასეთი დანაზოგი არ აქვთ და მთელი ცხოვრება მართლა პატიოსნად მუშაობდნენ, მრავალი ათეული წლის განმავლობაში და საერთოდ არ მიმიღია ბექა ოდიშარიას სიტყვები ჩემი მშობლების შეურაცხყოფად. არც სხვა იმ პატივცემული და მართლაც მშრომელი, ჩვენი პატივსაცემი პენსიონერების საწინააღმდეგოდ მიმიღია, როგორც თქვენ ამას თარგმნით. ეს არის თქვენი ინტერპრეტაცია“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ოდიშარიას გუშინდელი კომენატრი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ჩარტერში მამის, ტარიელ ღარიბაშვილის მიერ გადახდილ 34 000-ს შეეხებოდა.

ოდიშარიას თქმით, პრემიერის მშობლები არ არიან მუქთახორები, შრომობენ და შემოსავალიც აქვთ.

იტვირთბა....