ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ“ – ბექა ოდიშარია ღარიბაშვილის ოჯახზე

„ქართული ოცნების“ წევრი, ბექა ოდიშარია, პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის გახმაურებული ჩარტერის ხარჯის საკითხს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ღარიბაშვილის მშობლები შრომობენ, საქმიანობენ, შემოსავალიც აქვთ და ჩარტერტის ფულიც მათ გადაიხადეს.

„ბატონმა ჩუბინიძემ გააკეთა განცხადება, რომ აღნიშნული ხარჯის გადახდა კერძო პირის მიერ კომპანიისთვის იყო ნაცნობი წინასწარ, ახლა კომპანიას ჰქონდა შეფასებული გარკვეული თანხით ეს მგზავრობა, თუმცა მაინც მოხდება დაკორექტირება თანხის, თუ რა ხარჯი იქნა გაწეული. რაც შეეხება იმას, საიდან შეიძლება ჰქონდეს ირაკლი ღარიბაშვილის მამას, ან ჩვენს მშობლებს, ან თქვენს მშობლებს გარკვეული შემოსავალი… ესენი არ არიან პატარა ბავშვები, მთელი თავისი ცხოვრება შრომობენ, საქმიანობენ, არ მუქთახორობენ და უსაქმურობენ, შესაბამისად რატომ გვიკვირს ან გვშურს, ან გული გვისკდება, რომ ვინმეს ჰქონდეს შემოსავალი“, – განაცხადა მან.

შეგახსენებთ, ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ, რომლის მხიედვითაც, ჩარტერის თანხმა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ გადაიხადა.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა.

იტვირთბა....