ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ქართულმა ოცნებამ“ ამ აღვირახსნილობისთვის უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი“ – საბა ბუაძე ღარიბაშვილის იმპიჩმენტზე

ნოდარ მელაძის „შაბათის ეთერში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ გასული სკანდალური სიუჟეტის შემდეგ პარტია „ლელომ“ ღარიბაშვილის იმპიჩმენტის ინიციატივა წამოაყენა.

„მეტრონომი“ ესაუბრა „ლელოს“ წევრს, საბა ბუაძეს, ესაუბრა და მას ჰკითხა: იმ პირობებში, როცა ოპოზიციას იმპიჩმენტისათვის საკმარისი საპარლამენტო ხმები არ აქვს, რეალურად რას ემსახურება აღნიშნული ინიციატივა.

ბუაძის თქმით, სახეზე გვაქვს უმძიმესი ფაქტი, მრავალეპიზოდიანი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაული, რომელსაც სჭირდება სათანადო პასუხი და ეს პასუხი არის პრემიერის იმპიჩმენტი.

ბუაძეს განაცხადა, რომ ამ აღვირახსნილობისთვის „ქართულმა ოცნებამ“ უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი.

[su_quote] ჩვენ დავინახეთ, რომ სახეზეა მრავალეპიზოდიანი სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის შემცველი ფაქტი, სადაც პრემიერ-მინისტრის სამოხელეო დანაშაულის ნიშნები არსებობს. შესაბამისად, ღარიბაშვილის ამ კორუმპირებულ მმართველობას სჭირდება პასუხი, სათანადო პასუხი კი არის იმპიჩმენტის პროცესის დაწყება.

ეს არის უმძიმესი ფაქტი, სადაც საქმე გვაქვს არალეგალურ შემოსავლებთან, თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან, ძალიან ბევრ თანამდებობრივ თავგასულობასთან, რომელსაც ესაჭიროება პასუხი იმპიჩმენტის სახით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცი, როგორი შეიძლება იყოს შედეგი, აღნიშნული პროცესის დაწყებას პოლიტიკის ლოგიკა მოითხოვს. იმპიჩმენტის დაწყევას სჭირდება 50 პარლამენტარის ხელმოწერა. ამ რაოდენობის მანდატი ოპოზიციას აქვს და ეს უნდა იქნას გამოყენებული.

„ქართულმა ოცნებამ“ ამ აღვირახსნილობისთვის უნდა გადაიხადოს პოლიტიკური ფასი. [/su_quote]

  • განაცხადა საბა ბუაძემ „მეტრონომთან“ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ნოდარ მელაძის საგამოძიებო ჟურნალისტთა გუნდმა „შაბათის ეთერისთვის“ მოამზადა სიუჟეტი, რომლის მიხედვითაც, აგვისტოს ბოლოს ღარიბაშვილმა, ოჯახის წევრებთან ერთად, სამთავრობო თვითმფრინავით იმგზავრა მიუნხენამდე, საიდანაც შემდეგ აშშ-ში გაფრინდა, რათა პენსილვანიაში სწავლის დასაწყებად შვილი ჩაეყვანა.

მელაძის გუნდმა ასევე ისაუბრა ღარიბაშვილის ცოლის, ნუნუკა თამაზაშვილის, გრანდიოზულ დაბადების დღეზე.

ჟურნალისტების მტკიცებით, ღარიბაშვილმა სახელმწიფო ბალანსზე არსებული თვითმფრინავი პირადი მიზნით გამოიყენა.

ასევე ისინი აღნიშნავენ, რომ ზემოთ ჩამოთვლილ ხარჯებს ღარიბაშვილის დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები არ ჰყოფნის და საინტერესოა, საიდან გადაიხადა პრემიერმა ამ ყველაფრის ფული.

მთავრობის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ მიუნხენში მგზავრობის ფული ბიუჯეტიდან არ გადახდილა და ოპოზიციის ბრალდებები ცილისწამებაა. დღეს ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ მიუნხენში ფრენის ღირებულება ირაკლი ღარიბაშვილის მამამ, ტარიელ ღარიბაშვილმა გადაიხადა.

ამასთან, ბუაძეს ასევე ვკითხეთ პრემიერის იმპიჩმენტის საწინააღმდეგოდ იაგო ხვიჩიას მიერ დასახელებულ არგუმენტზე, რომლის მიხედვითაც, „თუკი ოპოზიციას „ოცნების“ დამარცხება უნდა, ამისთვის რეპუტაციაშერყეული ღარიბაშვილი პრემიერის თანამდებობაზე საუკეთესო ვარიანტია“

„რეპუტაციაშერყეულია ივანიშვილიც, ღარიბაშვილიც, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მათ საზოგადოებამ პასუხი არ გასცეს მათ დანაშაულებზე და ეს პასუხი ამ კონკრეტულ შემთხვევაში ღარიბაშვილის იმპიჩმენტია“, – აღნიშნა ბუაძემ.

იტვირთბა....