მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ევროკავშირი ცენტრალური ევროპის წყალდიდობით დაზარალებული რეგიონებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი ცენტრალური ევროპის წყალდიდობით დაზარალებული რეგიონებისთვის 10 მილიარდ ევროს გამოყოფს – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა პოლონეთის, ჩეხეთის, ავსტრიისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირის სოლიდარობის ფონდიდან გამოყოფილი თანხები, რომელიც სტიქიური შედეგად დაზარალებულ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ეძლევა, ინფრასტრუქტურის აღდგენისთვის იქნება გამოყენებული.

„ეს განსაკუთრებული დროა და განსაკუთრებულ დროს განსაკუთრებული ზომებია საჭირო. თავდაპირველად, ფონდიდან დაზარალებული ქვეყნებისთვის შესაძლებელია ათი მილიარდი ევროს მობილიზება. ეს საგანგებო რეაგირებაა. თქვენ გვერდით ვიდგებით მომდევნო თვეებსა და წლებშიც, როდესაც საქმე კატასტროფისგან რეკონსტრუქციასა და აღდგენას ეხება”, – განაცხადა ლეიენმა.

იტვირთბა....