ახალი ამბები

ზუგდიდში “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

ზუგდიდში, “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე თავდასხმასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარობს, რაც ძალადობას გულისხმობს.

როგორც ცნობილია, შემთხვევა ბარამიას ქუჩაზე მოხდა, სადაც პარტიის წევრები წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში საინფორმაცი ტიპის ბუკლეტებს არიგებდნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, ანა წითლიძე ამბობს, რომ ძალადობრივი ჯგუფი მივიდა მათთან, სცადა მოსახლეობასთან შეხვედრის ჩაშლა და მოხდა ფიზიკური დაპირისპირება.

იტვირთბა....