ჟურნალისტი ინგა გრიგოლია დაკითხვიდან გამოვიდა. როგორც მან უწყებიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, დაკითხვა ეხებოდა მის მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ, მუქარისშემცველ ვიდეომასალას, სადაც ჟურნალისტის გვარიც არის ნახსენები.
გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ის არ ამბობს თუ რა კითხვები იყო დასმული დაკითხვის პროცედურაზე.
„გამოძიების დასრულების შემდეგ ვისაუბრებ კიდევ უფრო ღიად, თუმცა ერთი რამ მინდა ვთქვა, იმედს ვიტოვებ, რომ პროკურატურა ამას გამოიძიებს. ვამბობ, რომ მე დღეს მათი პარტნიორი ვარ, მაგრამ თუ მოხდება ისე, რომ ამ საქმეს ვერ გამოიძიებენ, ამ შემთხვევაში მე მათი პარტნიორი კი არ ვიქნები, უკვე სხვა ვერსიები გამიჩნდება, რაზეც ახლა თავს შევიკავებ და წინასწარ არ ვილაპარაკებ“ – განაცხადა გრიგოლიამ.