ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

იძულებული ვიყავით; ამას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან – ღარიბაშვილი ბორელს იმპიჩმენტის საკითხზე პასუხობს

ევროკავშირის მაღალჩინოსანმა, ჯოზეფ ბორელმა, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საკითხზე მწვავე განცხადება გააკეთა. მისი თქმით, ეს დაძაბავს სიტუაციას და გააღრმავებს პოლარიზაციას.

ერთობლივ ბრიფინგზე მას პრემიერმა ღარიბაშვილმა უპასუხა.

„თქვენც ახსენთ ბატონო ბორელ, პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი – ეს არის წმინდა სამართლებრივი საკითხი, ჩვენ ვაშენებთ ძლიერ დემოკრატიას, ევროპული ტიპის დემოკრატიას, სამართლებრივ სახელმწიფოს…

ვიყავით ვალდებული და იძულებული, რომ ეს ფორმალური რეაგირება მოგვეხდინა. შესაბამისად, ამას კავშირი არ აქვს ევროინტეგრაციასთან“,  – განაცხადა ღარიბაშვილმა.

იტვირთბა....