ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ამ სათვალიანი კობრას კოლექციაში მარტო ერთი ნახატი ღირს 8 მილიონი, რას ვერ გაფრინდება?“ – ნათელაშვილი მდინარაძეზე

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, სოციალურ ქსელში „ქართლი ოცნების“ წევრის, მამუკა მდინარაძის გუშინდელ კომენტარს აზიარებს და წერს:

„რას ვერ გაფრიინდება? ამ კორუმპირებული სათვალიანი კობრას კოლექციაში მარტო ერთი ნახატი ღირს 8 მილიონი..“.

შეგახსენებთ, მდინარაძის ეს კომენტარი პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში გამგზავრების ხარჯების საკითხს მოჰყვა.

ღარიბაშვილის ამერიკაში მგზავრობის ხარჯების საკითხი აქტუალური „ტვ პირველმა“ გახადა. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა სტრატეგიული კომუნუკაციების დეპარტამენტმა.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ამერიკაში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, ფოტოები მანჰეტენიდან მედიაში კულუარულად გავრცელდა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი პელსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას.

იტვირთბა....