ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, პრემიერ-მინისტრის შესახებ, ცრუ ინფორმაცია ვრცელდება“ – მთავრობის სტარტკომი

სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი სოციალურ ქსელში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

უწყების თქმით, პრემიერის მგზავრობის ხარჯები ბიუჯეტიდან არ გაწეულა და ამის თაობაზე, საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, ცრუ ინფორმაციები ვრცელდება.

„საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მიზნით, მიზანმიმართულად ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შვილთან ერთად აშშ-ში თითქოსდა ჩარტერული რეისით გაემგზავრა. საზოგადოების ინფორმირების მიზნით განვმარტავთ, რომ პრემიერ-მინისტრი როგორც ოფიციალური და სამუშაო, ისე კერძო ვიზიტების დროს აშშ-ში მგზავრობს სამგზავრო თვითმფრინავით, სხვადასხვა ავიაკომპანიის რეგულარული, კომერციული რეისებით. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ საუბარი იყო ჩარტერულ ფრენაზე, რომელიც განხორციელდა თბილისიდან ევროპის ერთ-ერთი ქალაქის მიმართულებით, ხოლო აშშ-ის მიმართულებით პრემიერ-მინისტრი რეგულარული რეისით გაემგზავრა. კერძო ვიზიტისას პრემიერ-მინისტრის მგზავრობის, ასევე ჩარტერული (კომერციული) რეისის თუ ნებისმიერი სხვა ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა“, – აღნიშნულია პოსტში.

იტვირთბა....