ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე და ამერიკულ სოციუმში ინტეგრირების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი დაუტოვო?“ – გვარამია ღარიბაშვილზე

„მთავარი არხის“ დამფუძნებელი, ნიკა გვარამია, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

„კალაძის მამისთვის დაბადების დღის საჩუქრად ბურთის ფორმის ძეგლის მირთმევით დამყარებული რეკორდი მალევე მოხსნა პრემიერმა ღარიბაშვილმა: შვილი უნივერსიტეტში დაქირავებული თვითმფრინავით ჩაიყვანა.
თავი რომ დავანებოთ იმას, რომ კორუფციის გარეშე ამხელა ხარჯის გაწევა საჯარო მოხელისთვის აბსოლუტურად შეუძლებელია, შვილს რატომ უნდა გაუკეთო ასეთი რამე და ამერიკულ სოციუმში (განსაკუთრებით საუნივერსიტეტოში) ინტეგრირების პრაქტიკულად ნულოვანი შანსი დაუტოვო?
ps ცხადია, უკვე ყველას ეცოდინება ეს ამბავი პენსილვანიის უნივერსიტეტში“, – წერს ის.

ღარიბაშვილის ამერიკაში მგზავრობის ხარჯების საკითხი აქტუალური „ტვ პირველმა“ გახადა. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა სტრატეგიული კომუნუკაციების დეპარტამენტმა.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ამერიკაში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, ფოტოები მანჰეტენიდან მედიაში კულუარულად გავრცელდა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი პელსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას.

იტვირთბა....