ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„უხერხულ სიტუაციაში აგდებს თავის საკუთარ შვილს“ – ხატია დეკანოიძე ღარიბაშვილის აშშ-ში კერძო ვიზიტზე

პარლამენტარი ხატია დეკანოიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

„ეს არის წარმოუდგენლად დიდი კლეპტოკრატიის, ოლიგარქიის და კორუფციის ნიშანი. სტუდენტობა არის დამოუკიდებელი ცხოვრება და არა ის, რომ რაღაც ღარიბი ქვეყნის პრემიერ მინისტრს ჩარტერით მიჰყავდეს. მე ვფიქრობ, რომ საკუთარ შვილთან არის ეს უხერხული და უხერხულ სიტუაციაში აგდებს თავის საკუთარ შვილს, რომელსაც მე მივესალმები, რომ საზღვარგარეთ სწავლობს”, – განაცხადა დეკანოიძემ.

ღარიბაშვილის ამერიკაში მგზავრობის ხარჯების საკითხი აქტუალური „ტვ პირველმა“ გახადა. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა სტრატეგიული კომუნუკაციების დეპარტამენტმა.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ამერიკაში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, ფოტოები მანჰეტენიდან მედიაში კულუარულად გავრცელდა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი პელსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას.

იტვირთბა....