ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ღარიბი ქვეყნის პრემიერი ჩარტერულ თვითმფრინავს ქირაობს, რომ შვილს სკოლაში გაყვეს ამერიკაში – ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი, ანა დოლიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის აშშ-ში ვიზიტს გამოეხმაურა.

„გასაგებია, რომ ღარიბაშვილი შვილს გაყვა ამერიკაში სასწავლო წლის დასაწყისისთვის. თუმცა, ბიზნეს და პირველი კლასიც არ იკადრა და კერძო თვითმფრინავი იქირავა. წარმოგიდგენიათ? ღარიბი ქვეყნის პრემიერი, საჯარო მოხელე, ჩარტერულ თვითმფრინავს ქირაობს რომ შვილს სკოლაში გაყვეს ამერიკაში. წარმოუდგენელია“, – წერს ის.

ღარიბაშვილის ამერიკაში მგზავრობის ხარჯების საკითხი აქტუალური „ტვ პირველმა“ გახადა. ჟურნალისტმა ნოდარ მელაძემ განაცხადა, რომ შაბათის გუნდმა მოიპოვა და შაბათს რვა საათზე ეთერში გავა გამოძიება – ირაკლი ღარიბაშვილის მიერ, კერძო ფრენებში ამერიკულ არდადეგებეში და დახურულ წვეულებებში დახარჯული დიდი ოდენობით თანხების შესახებ.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, განმარტება გააკეთა სტრატეგიული კომუნუკაციების დეპარტამენტმა.

შეგახსენებთ, ღარიბაშვილი ამერიკაში გასული თვის ბოლოს იმყოფებოდა. ღარიბაშვილისა და მისი მეუღლის, ნუნუკა თამაზაშვილის, ფოტოები მანჰეტენიდან მედიაში კულუარულად გავრცელდა.

ამასთან, ირაკლი ღარიბაშვილის შვილი პელსილვანიის უნივერსიტეტში იწყებს სწავლას.

იტვირთბა....