„გირჩის“ ლიდერი, იაგო ხვიჩია, “გირჩი – მეტი თავისუფლებისა” და “დროას” საარჩევნო გაერთიანების შექმნას გამოეხმაურა.
„მათ წარმატებას და გაერთიანებაში ახალ თანამებრძოლებს ვუსურვებთ. ძალიან ვგულშემატკივრობთ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ რომელიმე პარტიასთან გაერთიანებას, რადგან მეორე „გირჩი“ საარჩევნო ბიულეტენზე ხელს გვიშლის. ნამდვილად გაგვიხარდება, რაც უფრო გამსხვილდება მათი გაერთიანება და მეტ ხალხს შეიზელს“, – განაცხადა ხვიჩიამ.