“გირჩი – მეტი თავისუფლება” და “დროა” საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან. როგორც “დროას” პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ორივე პარტიას აერთიანებს რამდენიმე იდეა.
„ჩვენ გვაერთიანებს ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან; მომავლის მკაფიო ხედვა; მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით. ჩვენ ვქმნით ნორმალურ არჩევანს საქართველოს მოქალაქეებისთვის“- ნათქვამია ინფორმაციაში.