ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მერაბიშვილ-კეზერაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს ივანიშვილი? – დოლიძე ენმ-ს მენეჯმენტზე

„ნაციონალურ მოძრაობაში“ შიდა დაპირისპირება გრძელდება.

თელავის საკრებულოს წევრმა, იმედა კევლიშვილმა, პარტია დატოვა. კევლიშვილის მტკიცებით, ახალმა თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, მას ნიკა მელია მხარდაჭერა არ აპატია.

ამ საკითხთან დაკავშირებით ისაუბრა ენმ-ს წევრმა ბაჩო დოლიძემ.

„ეს ადამიანები კი არ ტოვებენ პარტიას, პარტია ამბობს უარს ადამიანებზე, რომელზედაც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში იდგნენ არაერთ ქალაქში, არაერთ სოფელში. ძალიან ბევრმა არჩევნებმა გამოიარა სწორედ ამ ხალხის მონაწილეობით და ძალიან ბევრ რეპრესიას შეხვდნენ ეს ადამიანები ქართული ოცნების პირობებში“, – აღნიშნა მან.

დოლიძის განცხადებით, ქართულ საზოგადოებას გადაწყვეტილი აქვს „ოცნების“ შეცვლა, ის ეძებს ალტერნალივას, თუმცა ეს ვერ იქნება მერაბიშვილ-კეზერაშვილი.

„საზოგადოებას უნდა ქართული ოცნების ცვლილება, ეს დეკლარირებული აქვთ, მაგრამ ეძებს ალტერნატივას და ალტერნატივას რას სთავაზობს დღევანდელი ნაციონალური მოძრაობის მენეჯმენტი, მერაბიშვილს და კეზერაშვილს? მერაბიშვილმა და კეზერაშვილმა უნდა ჩაანაცვლოს ივანიშვილი და ამ ალტერნატივით უნდა ხელისუფლების ცვლილება?

დაკავებულები არიან ისევ და ისევ ძველია ადამიანების რეინკარნაციით თუ რაღაცა კონფიგურაციებით, თუ ვიღაც ადამიანების დანიშვნებით სხვადასხვა პოზიციაზე. მე ეს ნამდვილად არ მესახება და აბსოლუტურად მესმის იმ ადამიანების რომლებიც დღეს ყოველ შემთხვევაში ძალიან ღიად საუბრობენ იმაზე, რაც ხდება პარტიაში“, – განაცხადა დოლიძემ.

იტვირთბა....