პარტია “მოქალაქეების” ლიდერი ალეკო ელისაშვილი დედაქალაქში, სანიაღვრე არხების დაბინძურებასთან დაკავშირებით თბილისის მერის, კახა კალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას სოციალური ქსელით გამოხმაურა.
„ქალაქში ნაგვის შეგროვება და მისი გატანა მერიის პირდაპირი უფლებამოსილებაა. ამისთვის ვირჩევთ მერს და ვიხდით ნაგვის გატანის გადასახადს. სანიაღვრე არხების ნაგვისგან გაწმენდაც მერიის უფლებამოსილებაა. უიმე, ეს ნაგავი საიდანაა – ამის თქმა მერის მიერ არის იდიოტობა! საიდან და რომ არ გაგაქვთ ნაგავი წესიერად და არ წმენდთ სანიაღვრეებს იქიდანაა. ახალაშემებული კორპუსების კანალიზაციის კოლექტორებს სანიაღვრეზე რომ აერთებთ და ამით დიდ ფულს ტეხავთ ცეხავიკი დეველოპერები და მერია ამაზე თვალს ხუჭავს იქიდანაცაა. წვიმაზე და უხვ ნალექზე ხელების შეწმენდა კიდე იდიოტობაა კვადრატში!“ – წერს ელისაშვილი.
შეგახსენებთ, 29 აგვისტროს თბილისში მოსულმა უხვნა ნალექმა დედაქალაქის ქუჩები დატბორა. კალაძემ თქვა, რომ „სანიაღვრე სისტემა გადავსებული იყო ნაგვით; არ ვიცი, საიდან ამდენი ნაგავი“.