ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე 6 სექტემბერს წარდგება

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ფულტონის ოლქის სასამართლოს წინაშე 6 სექტემბერს წარდგება.

ტრამპის სასამართლო პროცესი ადგილობრივი დროით 09:30 საათზე გაიმართება. მეორე ბრალდებულის, ტრამპის ყოფილი ადვოკატის, რუდი ჯულიანის სასამართლო პროცესი კი 09:45 საათზე შედგება.

ჯერ უცნობია, გამოცხადდებიან თუ არა ტრამპი და მასთან ერთად ბრალდებული პირები სასამართლოში. ასევე გაურკვეველია, დაუშვებენ თუ არა სასამართლო დარბაზში ვიდეოკამერებს.

იტვირთბა....