ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის ისტორიული და მნიშვნელოვანი – ამის შესახებ “ლელოს” წევრმა ირაკლი კუპრაძემ განაცხადა.
“ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადება, რომლითაც ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, არის ისტორიული და მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ უკრაინის გამარჯვება გადაწყვეტს ერთხელ და სამუდამოდ რუსეთის ტერორისტული საქმიანობის დასასრულს. იმიტომ, რომ რუსეთის მიერ მისაკუთრებული ოკუპირებული ტერიტორიები უბრალოდ დარჩება კითხვნის ნიშნის ქვეშ. იმარჯვებს ის დასავლურ დემოკრატული სამყარო, რომელიც ამბობს, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა არის ურყევი” – ამბობს ირაკლი კუპრაძე.