ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხალხის ფულით მოწყობილი ცხოვრება – დევნილთა სააგენტომ ხელფასებში ბიუჯეტის 79,54% დახარჯა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა დევნილთა მომსახურების სააგენტოს პროგრამების შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვასთან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა.

დოკუმენტი 2022 წელს ეხება.

აუდიტის ცნობით, „2022 წელს სააგენტოს ადმინისტრაციის შენახვასა და პროგრამების მომსახურე პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე დაიხარჯა საბიუჯეტო ასიგნებიდან 79,54%, ხოლო უშუალოდ პროგრამების ღონისძიებების განხორციელებაზე − 21,46%“.

აუდიტის სამსახურის ანგარიში იხილეთ ბმულზე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ასოციაცია „დევნილები დევნილებისთვის“ ხელმძღვანელმა, ირაკლი ტორუამ.

„დაიწყო საარჩევნო მარათონი და შესაბამისად, მმართველი პარტია ცდილობს ასეთი გზებით, მათ შორის, თავისდამი ლოიალური ხალხი გააჩინოს ამომრჩეველთა შორის. დელეგირება ერთგვარი მოვალეობებისა, აკისრებენ ადამიანებს, რომლებიც, რეალურად, იქ დადიან ყავის დასალევად და ერთი მაგიდიდან მეორე ფურცლის გადასადებად. მეტს არაფერს აკეთებენ. აუდიტის სამსახური აქვეყნებს ამ დასკვნებს, მაგერამ შედეგად რა? არაფერი აბსოლუტურად. არავინ არ ისჯება. თუ დასჯიან, ძალიან დაბალი რანგის რომელიმე თანამშრომელს, მაგრამ ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, საიდან ყარს თევზი“, – აღნიშნა მან.

 

 

 

იტვირთბა....