ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ლაზარე გრიგორიადისის სასამართლოზე პოლიციელების გამოკითხვა გადაიდო – მიზეზი სამართალდამცველების შვებულებაში ყოფნაა

დღეს 7-8 მარტის დემონსტრაციების თემაზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო უნდა გამართულიყო, თუმცა პროცესი გადაიდო.

გადადების მიზეზად დასახელდა ის, რომ პოლიციები, რომლებიც დღეს უნდა დაეკითხათ, შვებულებაში არიან.

ისინი არიან დეტექტივები, რომლებიც გამოძიებას უმტკიცებდნენ, რომ მარტის აქციების დროს დაინახეს, როგორ დაარღვა კანონი ლაზარემ და როგორ ისროლა მოლოტოვის კოქტეილი რუსთაველის გამზირზე.

თბილისის საქალაქო სასამართლოში გომელაურის უწყების ექსპერტებს მოუსმინეს. მათ რუსული კანონის მოწინააღმდეგ ლაზარეს ტანისამოსი შეისწავლეს. დასკვნაში აღნიშნულია, რომ ლაზარეს ქურთუკზე ნავთობპროდუქტების კვალი იყო.

დაცვის მხარემ დააყენა შაუმდგომლობა, რომ პატიმრობა ძალაშია რ დარჩენილიყო, თუმცა მოსამართლემ ის არ დააკმაყოფილა.

„პროკურატურამ დღეს წარმოადგინა 4 ექსპერტი, რომელბმაც ჩაატარეს სახანძრო-ქიმიურ- ტექნიკური ექსპერტიზები, ორი მათგანის ჩვენება სასამართლო პროცესის დაკითხვისთვის იყო სრულიად განსხვავებული. ერთი აღნიშნავდა, რომ საკვლევად წარდგენილი ტოიოტა კოროლას მარკის ავტომობილი საკმარისი იყო იმის დასადგენად, რომ რითი იყო გადამწვარი და დაზიანებული. თუმცა, მეორე ექსპერტმა მიუთითა, რომ წარდგენილი ავტომანქანა იყო არასაკმარისი იმისთის, რა საშუალებით იყო დაზიანებული და დამწვარი. დაცვის ხმარემ დააყენა შუამდგომლობა, თუ რატომ არ უნდა დარჩენილიყო პატიმრობა ძალაში, თუმცა, ამ შემთხვევაშიც, დაცვის მხარემ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია“, – განაცხადა ადვოკატმა თათია მინიჟაშვილმა.

იტვირთბა....