ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რა პასუხისმგებლობას იღებთ, რომ შადრევანზე უფრო დიდი ტრაგედია არ დატრიალდება?” – თბილსის საკრებულოში დაპირისპირებაა

დღეს თბილისის საკრებულოში დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.

თბილისის სადკანონმდებლო ორგანოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. ენმ-ს წევრმა ნინო კვიტაიშვილმა „ქართულ ოცნებას“
ასე მიმართა:

„ვაკის პარკის შადრევანიც ხომ ძალიან ლამაზად გამოიყურებოდა, არ შექმნა ამ შადრევანმა ტრაგედია? და როგორ შეიძლება მეგობრებო, ვინმე ამ დარბაზში ვიღებდეთ პასუხისმგებლობას, რომ ლაგუნა ვერეზე, ეს უზარმაზარი მშენებლობა წარიმართება და ხვალ არა, ზეგ არა, მაგრამ რა იცით, რომ პირობითად 5 წლის შემდეგ არ დატრიალდება შადრევანზე დიდი ტრაგედია და იცით რომ მოცულობით ის ბევრად დიდი ტრაგედია იქნება და ამ პასუხისმგებლობას იღებთ? როგორ შეგიძლიათ ეს ტვირთი ატაროთ ხალხო?“

საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორი ტყემალაძემ კვიტაიშვილს ასე უპასუხა: „თქვენ რომ მოგისმინოთ ადამიანმა რაღაცა აპოკალიფსს ხსნით, რას იმუქრებით?რა პასუხისმგებლობაზე საუბრობთ?“

ფოტო: „ტვ პირველი“

იტვირთბა....