დღეს თბილისის საკრებულოში დეპუტატები დედაქალაქში დაგეგმილ სამშენებლო პროექტებს განიხილავენ, რომელთაგან ხუთს ოპოზიცია ეწინააღმდეგება. პროექტებს შორისაა “ლაგუნა ვერეს” ტერიტორიაზე დაგეგმილი მშენებლობა, ალექსიძის ქუჩაზე, King David-ის მიმდებარედ 40-სართულიანი შენობის პროექტი, ჭავჭავაძის გამზირზე მულტიფუნქციური სასტუმრო-ცათამბჯენის და დიდ დიღომში, ახალი უბნის მშენებლობის საკითხი.
თბილისის სადკანონმდებლო ორგანოში სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. პარტია „ხალხისთვის“ დეპუტატმა, ნინო წულაძემ „ქართულ ოცნებას“ მიმართა:
„ეს სისტემა არის შეუვალი კედელი და ეს გამონათქვამი [იგულისხმება შეაყარე კედელს ცერცვი – ჟურნალისტი] ყველაზე მეტად გიხდებათ”.
ამის წარმოთქმისას წულაძემ სამთავრობო დეპუტატებს სიმბოლურად ცერცვი შეაყარა.
ნახეთ ვიდეო: