ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ჩვენ, ყველანი, ცოტათი სრულ ჭკუაზეც არ ვართ, გამორიცხული არ არის კრემლზე შეტევაც” – რას აპირებენ ლიდერის გარეშე დარჩენილი “ვაგნერელები”

ევგენი პრიგოჟინის დაღუპვასთან დაკავშირებით, ვაგნერელებმა გამოცემა “მედუზასთან” ინტერვიუში თავიანთ გეგმებზე ისაუბრეს.

დანაყოფი პრიგოჟინის ლიკვიდაციის შემკვეთად რუსეთის მმართველს ვლადიმერ პუტინს ასახელებს.

ერთ-ერთმა მათგანმა აღნიშნა, რომ მეთაურის მკვლელობის გამო, დაჯგუფების წევრები კრემლზე ავტომატებით შეტევაზეც ფიქრობენ.

„როგორც ჩანს, მეთაურები მიმართვის ჩაწერას აპირებენ, მაგრამ ეს პირველ რიგში, ჯარისკაცებისადმი იქნება განკუთვნილი, რადგან იყვნენ ისეთები, ვინც პანიკაში ჩავარდა , ზოგიც ლოცულობდა. ჩვენ, ყველანი, ცოტათი სრულ ჭკუაზეც არ ვართ ახლა და ბევრი ძალიან გაბოროტებულია: მათ შურისძიება სურთ. ყველაფერის გაკეთებაზე საუბრობენ! ავტომატებით კრემლზე შეტევაზეც. ყველას ესმის, რომ ეს იყო შურისძიება. რომ პრეზიდენტი ასეთ რამეებს არ პატიობს“, – აღნიშნავს ვეტერანი ვაგნერელი.

შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დაჯგუფება „ვაგნერის“ მეთაური ევგენი პრიგოჟინი, რომელიც ამ ზაფხულს მარშით გაემართა მოსკოვისკენ, ავიაკატასტროფაში დაიღუპა.

23 ივნისს პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ვაგნერელების ბანაკზე თავდასხმაში დაადანაშაულა და სამხედრო ამბოხი დაიწყო. 23-24 ივნისს ვაგნერმა როსტოვისა და ვორონეჟის სამხედრო ობიექტები დაიკავა და მოსკოვს მიუახლოვდა, თუმცა ლუკაშენკოს შუამავლობით გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, პროგოჟნმა ამობხი შეწყვიტა და დაკავებული ქალაქებიდანაც გავიდა, სანაცვლოდ კი რუსეთში მის წინააღმდეგ აღძრული საქმე შეწყდა.

ბოლო დღეებში პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეო, სადაც ამბობდა, რომ აფრიკაში იმყოფებოდა.

იტვირთბა....