ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„საქართველოში საარსებო შემწეობას 181 352 ბავშვი იღებს“

სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, მიმდინარე წლის ივლისის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 18 წლამდე ასაკის, ჯამში, 181 352 პირი იღებს.

სტატისტიკის მიხედვით, ყველაზე მეტი – 46 402 საარსებო შემწეობის მიმღები არასრულწლოვანი პირი – თბილისში ფიქსირდება,

18 წლამდე ასაკის სოციალური შემწეობის მიმღები 30 274 პირი ქვემო ქართლზე მოდის,

მესამე ადგილზე კი იმერეთია, სადაც სოციალურ შემწეობას 19 930 პირი იღებს.

ყველაზე ნაკლები საარსებო შემწეობის მიმღები 18 წლამდე პირი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთშია რეგისტრირებული, მათი საერთო რაოდენობა 1243-ს შეადგენს.

იტვირთბა....