ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

სასამართლომ დონალდ ტრამპი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

ამერიკის ექსპრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლომ 200 000 აშშ დოლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

„მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში არაფერი ვიცოდი ბრალდებების შესახებ და ახლა უკვე ოთხჯერ მაქვს ბრალი წაყენებული”, – განაცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა.

CNN-ის ინფორმაციით, ტრამპმა 20 წუთზე ცოტა მეტი დრო გაატარა ფულტონის ოლქის ციხეში, სადაც შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ, ზემოაღნიშნული გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

შეგახსენებთ, ტრამპს ჯორჯიის შტატში 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების შეცვლის მცდელობის საქმეზე რამდენიმე ბრალი აქვს წაყენებული.

იტვირთბა....