Novaya Gazeta-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ერთი კვირაა, უკრაინის 6 მოქალაქეს ქართველი მესაზღვრეები ქვეყანაში არ უშვებენ.
გამოცემის თანახმად, 16-17 აგვისტოს ღამის საათებში უკრაინის მოქალაქეებმა საზღვრის კვეთა სცადეს, თუმცა მესაზღვრეებმა მათ შემოსვლაზე უარი უთხრეს.
ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციის, “Unmode”-ის ხელმძღვანელის აიდანა ფედოსიკის თქმით, სამოქალაქო ტანსაცმელში გადაცმულმა FSB-ს ოფიცრება საზღვარზე მყოფი ერთ-ერთი უკრაინელის გატაცება სცადეს.
„FSB-ს თანამშრომლები სამოქალაქო მანქანით მივიდნენ უკრაინელებთან, ისინი სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ გამოწყობილი. ერთ-ერთი უკრაინელის მანქანაში ჩასმა სცადეს, დანარჩენებმა ამის საშუალება არ მისცეს. ქართველი მესაზღვრეები დასახმარებლად მივიდნენ. ახლა უკრაინის მოქალაქეები ტერმინალთან იმალებიან“, – აღნიშნა ფედოსიკმა.