ახალი ამბები მთავარი ციტატა

რატომ არ ჩავიდა „ნაციონალური მოძრაობა“ შოვში – რას აცხადებს ხაბეიშვილი

[su_quote] სტიქიის ზონაში, სადაც ადეკვატურია ჩასვლა, დიახ, იქ, სხვათა შორის, ე.წ. ვალინკებით ჩავდივარ და ბახილებით არ მივდივარ, რომ შეურაცხყოფა არ მივაყენო, მათ შორის, გარდაცვლილ ბავშვებსა და ადამიანებს…

რაც შეეხება ტრაგედიის ადგილს, სხვადასხვა პოლიტიკური სპეკულაცია რომ არ ყოფილიყო, მხოლოდ ამიტომ ავარიდეთ თავი, მათ შორის არათუ ჩასვლას, პოლიტიკურ განცხადებებს. თქვენ ვერ იპოვით ვერცერთ პოლიტიკურ სპეკულაციას, განცხადებას, ეს არ გვაინტერესებდა ამ პირობებში. [/su_quote]

– განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.

შეგახსენებთ, დღეს ენმ-მ შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით შუალედური საგამოძიებო მოქმედებების ანგარიში წარმოადგინა.

რაჭაში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.

ამ დროისთვის სტიქიის ზონაში 28 ცხედარია ნაპოვნი, 26 მათგანი ამოცნობილია, ხოლო 5 ადამიანს ისევ ეძებენ.

იტვირთბა....