ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქვედა სოფელში აღმოაჩინეს ერთი გვამი, იქნებ ახლაც ვიღაც სადღაც გდია” – რას აცხადებს ადგილობრივი

სტიქია შოვში – ტრაგედიიდან მეთერთმეტე დღეს მოსახლეობა თანასოფლელებს ეძებს. ადგილობრივები ამ დრომდე ეძებენ თანასოფლელებს. როგორც შოვის და სოფელ გლოლის მცხოვრებლები ამბობენ, სტიქიის ზონიდან მოშორებით, ერთ-ერთ სოფელთან გუშინ გვამი იპოვეს.

“ჩვენი სოფლიდან 3 ახალგაზრდაა გარდაცვლილი, რომლებსაც ჯერ ვერ ვპოულობთ. ჩვენთვის ეს დიდი ტკივილია. ყველას გარდაცვალება და სიკვდილი ძალიან მტკივნეულია. შეიძლებოდა, რომ შემოწმება ყოფილიყო, მეწყერსსაშიში ზონა რომ იყო, აუცილებლად უნდა ყოფილიყო რაღაც, რომ იქ დამსვენებლები არიან და უსაფრთხოდ ყოფილიყვნენ,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ნებისმიერი ჩვენგანი შეიძლება ყოფილიყო იქ, ვინც ჩამოდის რაჭაში, ყველა ადის შოვის დასათვალიერებლად. ერთი კვირის წინ მეც ვიყავი ოჯახით, შეიძლება მეც იგივე დღეში ჩავვარდნილიყავი. საშინელება მოხდა. ქვედა სოფელში აღმოაჩინეს ერთი გვამი, იქნებ ახლაც ვიღაც სადღაც გდია,” – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ონის კულტურის ცენტრში სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს. მოსახლეობა გენადი სულთანიშვილს ემშვიდობება.

წყარო: ტვ პირველი

იტვირთბა....