ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქმედებებმა შეარყია ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავალი რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ”- მილერი

“ბიძინა ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი, მეთიუ მილერი წერს და აშშ-ის მიერ ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას ეხმიანება.

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა გრიგორის ძე ივანიშვილი აშშ-მა დაასანქცირა. მისმა ქმედებებმა ხელი შეუწყო ადამიანის უფლებების დარღვევას და შეარყია ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მომავალი რუსეთის ფედერაციის საკეთილდღეოდ,” – წერს მილერი.

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
იტვირთბა....