სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქალაქ აქტაუსთან მომხდარი „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ავიაკატასტროფის გამო და სამძიმარს უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს და აზერბაიჯანელ ხალხს.
ლევან იოსელიანი საელჩოში იმყოფებოდა, სადაც პირადად მიუსამძიმრა აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ფაიგ გულიევს და სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.