საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიტანულ პოდკასტ Rest Is Politics ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან, მათ შორის, “ქართული ოცნების” დასმული პრეზიდენტის ინაუგურაციაზე, ინტერვიუ მისცა.
ქვეყნის უმაღლესმა მთავარსარდალმა განაცხადა, რომ პრეზიდენტის ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ პრეზიდენტად თავად რჩება და მუშაობასაც აგრძელებს.
კითხვაზე, რის გაკეთებას აპირებს კვირას, როდესაც მიხეილ ყაველაშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი, პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამის შესახებ 29 დეკემბერს გახდება ცნობილი.
ამ შეკითხვაზე ვერ გიპასუხებთ, რადგან მმართველმა პარტიამ კვირის გეგმების შესახებ კვირას უნდა გაიგოს და არა მანამდე. ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა ვიცოდეთ კვირასთან დაკავშირებით, არის ის, რომ პრეზიდენტის არჩევნებს, ისევე როგორც ინაუგურაციას კანონიერი ძალა არ აქვს, ასე რომ ვრჩები პრეზიდენტად და ვაგრძელებ მუშაობას. ეს არის ის, რაც ყველამ უნდა იცოდეს. დეტალები კვირას გახდება ცნობილი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.