ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, რუსეთის მარიონეტს საქართველოში… დროა ვიმოქმედოთ უფრო გადამწყვეტად ევროკავშირში”- რიჰარდს კოლსი

“აშშ-მა სანქციები დაუწესა ივანიშვილს, რუსეთის მარიონეტს საქართველოში… დროა ვიმოქმედოთ უფრო გადამწყვეტად ევროკავშირში,” – ამის შესახებ ლატვიელი ევროპარლამენტარი რიჰარდს კოლსი სოციალურ ქსელში წერს.

“შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა ბიძინა ივანიშვილს, რუსეთის მარიონეტს საქართველოში, საპასუხოდ მისი როლისა საქართველოს დემოკრატიის შელახვაში და საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის ეფექტური საბოტაჟისთვის.

დროა ვიმოქმედოთ უფრო გადამწყვეტად ევროკავშირში (როგორც მოითხოვა ევროპარლამენტმა) და ეროვნულ დონეზე.

ლატვიის პარლამენტმა უნდა გააგრძელოს ქართველი ხალხისადმი მხარდაჭერის გამოხატვა და მტკიცედ დაუჭიროს მხარი საქართველოს ერთადერთ ლეგიტიმურ პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, ამ გადამწყვეტ მომენტში,” – წერს კოლსი. 

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბიძინა ივანიშვილს ფინანსური სანქციები დაუწესა.

როგორც ცნობილია, ივანიშვილის მთელი ქონება, რომელიც შეერთებულ შტატებში და აშშ-ის მოქალაქეების მფლობელობაში ან კონტროლშია, დაიბლოკება.
იტვირთბა....