ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ამინდი: უახლოეს დღეებში საქართველოში ყინვები იქნება

დღეს საქართველოში ჰაერის საშუალო ტემპერატურა დღისით 7-12 გრადუსის ფარგლებში იქნება.

16-17 მარტს საქართველოში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაიკლებს.  საქართველოს მთიან რაიონებში თოვლიც მოსალოდნელიქ. წვიმიანი ამინდი შენარჩუნდება დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში.

16-18 მარტს საქართველოს ბარში ღამის საათებში შესაძლოა ყინვა დაფიქსირდეს, რაც საფრთხეს შეუქმნის აყვავებულ ხე-მცენარეებს.

16 მარტს საქართველოში დღისით ტემპერატურა 5-10 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი, 17 მარტს კი 4-9 გრადუსის ფარგლებში.

სინოპტიკოსების განცხადებით, ცივი ამინდი საქართველოში კვირის ბოლომდე შენარჩუნდება, თუმცა ნალექის ინტენსივობა თანდათან შემცირდება.

იტვირთბა....