ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Astoria Grande-მ შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო

საკრუიზო ლაინერმა Astoria Grande-მ, რომელიც საქართველოში ორჯერ – 27 და 31 ივლისს – შემოვიდა, შემდეგი რეისების მარშრუტიდან ბათუმი ამოიღო.

ინფორმაცია ბათუმის აქციაზე გაჟღერდა. „მეტრონომი“ ამ ცნობას ამოწმებს.

მანამდე ცნობილი იყო, რომ ლაინერი ბათუმის პორტში ყოველ ორ კვირაში ერთხელ უნდა შემოსულიყო.

შეგახსენებთ, ორივე შემთხვევაში რუსული ლაინერის ბათუმში შემოსვლას მოქალაქეების მხრიდან მწვავე პროტესტი მოჰყვა.

ბათუმის პორტთან გუშინ მტელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა აქცია. შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულია 9 აქტივისტი.

Astoria Grande-მ ბათუმში რუსი ტურისტები შემოიყვანა. 27 ივლისს მათ ქართულ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

კომენტარებს გაეცანით აქ.

იტვირთბა....