ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსული კრუიზი “ასტორია გრანდე” ბათუმშია

რუსული საკრუიზო ლაინერი “ასტორია გრანდე” ბათუმშია. რამდენიმე წუთში ის ბათუმის პორტში შევა, სადაც სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და მოქალაქეები იმყოფებიან.
ისინი ქვეყანაში 800-ზე მეტი რუსის შემოსვლას აპროტესტებენ. ისინი რუსებს საქართველოსა და უკრაინის დროშებით ხვდებიან. მათი თქმით, “დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი”.

მანამდე კი ბათუმის პორტთან აქცია მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადგილზე გამოჩნდნენ რობოკოპები და სპეცრაზმიც. მობილიზებულმა პოლიციამ აქციის მონაწილეებს პორტის ტერიტორიაზე შესვლის შესაძლებლობა არ მისცა, რასაც ხმაური და დაძაბულობა მოჰყვა – შედეგად, პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.

ცნობისთვის, მანამდე, საკრუიზო ლაინერი Astoria Grande პირველად საქართველოში 27 ივლისს შემოვიდა. გემზე 800-ზე მეტი რუსი ტურისტი იმყოფებოდა, რომლებსაც ოკუპაციის კანონი დარღვეული აქვთ. ბათუმის პორტში მოქალაქეები საკრუიზო გემის ჩამოსვლას მოქალაქეები მაშინაც პროტესტით დახვდნენ.

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომპანია, რომელიც საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.

იტვირთბა....