ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბათუმში შემოსული საკრუიზო ლაინერი სანქცირებულ რუს ბიზნესმენს ეკუთვნის“

“მთავარი არხის” ინფორმაციით, კომპანია, რომელიც 27 ივლისს, ბათუმში შემოსულ საკრუიზო ლაინერ Astoria Grande-ს ფლობს, აშშ-სა და უკრაინის მიერაა სანქცირებული.

კომპანია SOVFRACHT მფლობელი დიმიტრი პურიმია და რუსული “როსნეფტის” ერთ-ერთი შვილობილი კომპანიაა.

შეგახსენებთ, 27 ივლისს სოჭიდან ბათუმში საკრუიზო ლაინერით “ასტორია გრანდე” რუსი ტურისტები შემოვიდნენ.

ტურისტებმა ქართულ მედიასთან კომენტარებიც გააკეთეს.

ამ ფაქტს ბათუმში ქართველების საპროტესტო აქცია მოჰყვა, რის შემდეგაც, ლაინერმა ბათუმი დატოვა.

წყარო: „მთავარი არხი“

იტვირთბა....