ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

რუსეთმა “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო

რუსეთმა “ქართული ლეგიონის” 70-ზე მეტი წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო. მათ შორის არის “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი, მამუკა მამულაშვილი.

“ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.

დადგენილია, რომ მამულაშვილმა 2014 წელს შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა”, – ციტირებს სამთავრობო მედია TASS-ს.

შეგახსენებთ, რომ მოსკოვის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინაში მებრძოლი ქართველების წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

იტვირთბა....