თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატმა რობერტ ამსტერდამმა საქმესთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
„ჩვენ აშკარად ვხედავთ, რომ ამ ბრალდებების წარმოშობა არ არის დაფუძნებული რაიმე ფაქტობრივ დასკვნებზე ან სერიოზულ გამოძიებაზე და ნაცვლად ამისა, ბრალდება, როგორც ჩანს, არის პოლიტიკური დევნის შედეგი. გიორგი ბაჩიაშვილი არის უნაკლო რეპუტაციისა და ძალიან წარმატებული მეწარმე, რომელსაც ახლა დევნიან მისი პოლიტიკური შეხედულებების გამო, სახელმწიფო აპარატი კი ბოროტად გამოიყენება, როგორც ქურდობის ინსტრუმენტი. ეს ბრალდებები არის სირცხვილი ქვეყნისთვის და ჩვენ ვაპირებთ გავამართლოთ ჩვენი კლიენტი ყველა არსებული საშუალებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო დონეზე“, – აღნიშნულია უფლებადამცველის განცხადებაში.
შეგახსენებთ, პროკურატურამ დიდი ოდენობით კრიპტოვალუტის მართლსაწინააღმდეგო მითვისებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე პაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე აღძრა. სასამართლომ მას 2 მილიონ 500 000 ლარიანი გირაო და საზღვრის კვეთის აკრძალვა შეუფარდა.