აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ჟურნალისტებთან უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხზე ისაუბრა.
ტრამპის თქმით, უკრაინის ალიანსში გაწევრიანება არაპრაქტიკულია.
„არ ვფიქრობ, რომ ეს პრაქტიკულია. ვიცი, რომ თავდაცვის ახალმა მდივანმა, რომელიც არის შესანიშნავი, პიტ ჰეგსეტმა, გააკეთა განცხადება დღეს, რომელშიც ნათქვამია, რომ მას მიაჩნია, რომ ეს ნაკლებად სავარაუდოა ან არაპრაქტიკული. ვფიქრობ, ეს ალბათ ასეა. დიდი ხანია ამბობენ, რომ უკრაინა ნატო-ში ვერ შევა და ამას ვეთანხმები“, – აღნიშნა ტრამპმა.
შეგახსენებთ, აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა, პიტ ჰეგსეტმა ოთხშაბათს განაცხადა, რომ უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია. კერძოდ, მისი თქმით, აშშ-ს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების რეალურ შედეგად არ მიაჩნია.