ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა უკრაინის ომი

„უკრაინამ პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესა“ – „უკრაინსკაია პრავდა”

უკრაინსკაია პრავდას“ ცნობით, ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინამ ქვეყნის მე-5 პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს სანქციები დაუწესდა.

გუშინ, უმაღლეს რადაში სხდომის დასრულების შემდეგ, უკრაინის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ საბჭომ სანქციები დააწესა, თუმცა კონკრეტული გვარები არ დაასახელა.

„ვიცავთ ჩვენ სახელმწიფოს და აღვადგენთ სამართლიანობას: ყველა, ვინც ანადგურებდა ეროვნულ უსაფრთხოებას და ეხმარებოდა რუსეთს – ყველამ უნდა აგოს პასუხი. მილიარდები, რომლებიც ფაქტობრივად უკრაინის გაყიდვით მოიპოვეს, უკრაინის ინტერესების საწინააღმდეგოდ, უკრაინის უსაფრთხოების საწინააღმდეგოდ – უნდა დაიბლოკოს და დაიხარჯოს ქვეყნის და უკრაინელების თავდაცვაზე. ასეც იქნება“, – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....