ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„კანადა აშშ-ის 51-ე შტატი არასდროს გახდება“ – ჯასტინ ტრუდო

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ კანადის აშშ-ისთან შეერთების საკითხზე ისაუბრა.

მისი თქმით, კანადა ამერიკის 51-ე შტატი არასდროს გახდება.

„მოდით მკაფიოდ ვთქვათ: 51-ე შტატად გახდომის შესახებ საუბარი იმთავითვე წარუმატებლობისთვის არის განწირული. ეს არასდროს მოხდება, თუმცა აშშ-ის პრეზიდენტის სიტყვები სერიოზულად უნდა მივიღოთ და კანადის ინტერესების დაცვა გავაგრძელოთ“, – განაცხადა ტრუდომ.

ტრუდომ ასევე კომენტარი გააკეთა ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის თემაზე.

მისი თქმით, კანადას აშშ-სთან სავაჭრო კონფლიქტი არ სურს, თუმცა თუ აშშ ტარიფებს დააწესებს, მაშინ კანადა შესაბამის პასუხს გასცემს.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი განაცხადა, რომ კანადა აშშ-ის 51-ე შტატი უნდა გახდეს და ამ შემთხვევაში კანადას ტარიფები არ დაუწესდება.

იტვირთბა....